ახალი ამბები

კატალონიამ ესპანეთისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა

27 ოქტომბერი, 2017 • 3929
კატალონიამ ესპანეთისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა

კატალონიის რეგიონულმა პარლამენტმა ესპანეთისაგან დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა. კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმსა და პროცესს მადრიდი არაკონსტიტუციურს უწოდებს და არ აღიარებს.

კატალონიის პარლამენტში მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების შეფარდება 70-10-ზე იყო. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს.

დაძაბული სიტუაცია მადრიდსა და კატალონიას შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ უკანასკნელმა დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარება გადაწყვიტა.

ესპანეთი კატალონიის ავტონომიის გაუქმების პროცედურას იწყებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი