“დღეს, ან ხვალ მას ტელევიზორის საშუალება ექნება”, – ამბობს სუბარი.


როგორც ცნობილია, მერაბიშვილმა შიმშილობა გუშინ, 17 ივნისს დაიწყო საკანში ტელევიზორის, ასევე, მინდობილობის გაკეთების მოთხოვნით, რომელიც მის ოჯახს საშუალებას მისცემს, რომ მერაბიშვილის საბანკო ანგარიშები განკარგოს. მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი კომპიუტერთან წვდომასაც ითხოვს.

განცხადება იმის შესახებ, რომ მერაბიშვილი საკანში ტელევიზორს ითხოვდა, პირველად საქართველოში ვიზიტად მყოფმა ევროპის პარლამენტის წევრმა კშიშტოფ ლისეკმა გააკეთა. მის განცხადებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 4 ივნისს გამოეუხმაურა და აღნიშნა, რომ თუ ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების იზოლატორში მოიქცევა ისე, როგორც ამას ითვალისწინებს პატიმრობის შესახებ კოდექსი, მაშინ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი წახალისების მიზნით მას არა მხოლოდ ტელევიზორს, არამედ რადიომიმღებსაც გადასცემს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *