დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტმა ცხრა ქვეყანაში ახალი ელჩები დანიშნა. გიორგი მარგველაშვილი ახლად დანიშნულ ელჩებს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდა. ელჩებმა მას ის ხედვები წარუდგინეს, რა მიმართულებებითაც აპირებენ საქმიანობის დაწყებას.

  • ირაკლი ყურაშვილი – არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
  • მაია ყიფშიძე – ნორვეგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
  • ირაკლი ასაშვილი – ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
  • ზურაბ დვალიშვილი – ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
  •  ბექა დვალი – სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
  • ნიკოლოზ რევაზიშვილი – კატარში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
  •  ვალერი კვარაცხელია – ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
  • ილია გიორგაძე – ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
  •  დავით ჯალაღანია – შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.
მაია ყიფშიძე, საქართვეოს ახალი ელჩი ნორვეგიაში