ახალი ამბები

რატიანი: “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონს პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს

14 ივნისი, 2013 • • 925
რატიანი: “უმაღლესი განათლების შესახებ” კანონს პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს

“ჩემი აზრით, ვეტო უნდა დაედოს. უბრალოდ, ეს არის პირდაპირი ჩარევა უნივერსიტეტების ავტონომიაში და ეს არის უკანგადადგმული ნაბიჯი.”

 

რატიანი არ გამორიცხავს, რომ კანონპროექტს მეორე მოსმენისას კიდევ უფრო მეტმა პარლამენტმარმა არ დაუჭიროს მხარი:

 

“იმიტომ, რომ ძალიან უხერხული კანონია. ფაქტობრივად, ეს არის საბჭოთა, შუასაუკუნეებში დაბრუნება და უკანგადგმული ნაბიჯი იქნება ეს. ამ კანონით პრემიერი ეუბნება პროფესორებს, რომ მათ კი არ უნდა აირჩიონ უნივერსიტეტის რექტორი, არამედ პრემიერმა მოითხოვა, რომ მან დანიშნოს უნივერსიტეტებში რექტორის მოვალეობის შემსრულებელი. ეტყობა, არ ესმით, ვინც ინიციატორი არის ამ კანონპროექტის, რას აკეთებენ და მე ვფიქრობ, რომ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა ბევრი ადამიანი, რომლებსაც ესმით, რა პრობლემასთან აქვთ საქმე.”

 

რაც შეეხება “ქართული ოცნების” დეპუტატების ბრალდებას, რომ მოქმედი კანონმდებლობით რექტორის მოვალეობის შემსრულებებს პრეზიდენტი ნიშნავს, რატიანი ტყუილს უწოდებს:

 

“ეს არის ტყუილი. კანონში პირდაპირ წერია, რომ დღეს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს აკადემიური საბჭო.”

მასალების გადაბეჭდვის წესი