ახალი ამბები

თიანეთის მერის არჩევნებში მეჭიაურმა “ოცნების” კანდიდატს 7 ხმით მოუგო – წინასწარი შედეგები

22 ოქტომბერი, 2017 • 14237
თიანეთის მერის არჩევნებში მეჭიაურმა “ოცნების” კანდიდატს 7 ხმით მოუგო – წინასწარი შედეგები

თვითმმართველი თემის, თიანეთის მერის არჩევნებში ცესკოს წინასწარი მონაცემებით თამაზ მეჭიაურმა ქართული ოცნების კანდიდატ ლელა ქიტესაშვილს 7 ხმით მოუგო.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, თიანეთში დათვლილია ოცივე საარჩევნო უბნის შედეგები და მეჭიაურს 3077 ხმა აქვს მიღებული, ხოლო ქიტესასშვილს- 3070.

ეს ქვეყნის მასშტაბით ერთადერთი შემთხვევაა, როცა მერის არჩევნებში ოცნება პირველივე ტურში დამარცხდა.

თიანეთში მხოლოდ ორი კანდიდატი მონაწილეობდა მერის არჩევნებში.

თავდაპირველად თამაზ მეჭიაური “ქართული ოცნების” წევრი და ამ პარტიის რიგებში პარლამენტის დეპუტატიც იყო, თუმცა შემდეგ მისი და მმართველი პარტიის გზები გაიყო და მეჭიაურმა თავისი პარტიაა დააფუძნა.

UPDATE – მეჭიაური ამბობს, რომ საოლქო კომისია მის მიერ მოგებულ არჩევნებში კონკურენტს ამარჯვებინებს

მასალების გადაბეჭდვის წესი