ხუან-ხოსე ეჩანოვე აცხადებს, რომ დაუყოვნებლივ უნდა გაირკვეს სიტუაცია, რამაც დავით კირვალიძის თანამდებობიდან გადადგომა განაპირობა. 

 

შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროში
შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროში

“მინდა, გამოვყო დავით კირვალიძის როლი იმ პოზიტიურ ცვლილებებში, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარეობს.  ჩვენ იმედი გვაქვს, დაყოვნების გარეშე გაირკვევა ის სიტუაცია, რამაც მისი გადადგომა განაპირობა. მნიშვნელოვანია, რომ სიტუაცია კალაპოტში მალე ჩადგეს და ეს ყველაფერი გამჭვირვალედ, ადამინებზე ყოველგვარი წნეხის და ზეწოლის განხორციელების გარეშე მოხდეს”

ეს განცახდება ეჩანოვემ მედიის წარმომადგენლებთან სოფლის მეურნეობის სამინისტროში ევროკავშირისა და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული სამწლიანი პროექტის პრეზენტაციის შემდეგ გააკეთა. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *