ახალი ამბები

ხიდაშელი საგარეჯოს გამგეობის დაკავებულ თანამშრომლებს თავდებში უდგება

12 ივნისი, 2013 • • 1023
ხიდაშელი საგარეჯოს გამგეობის დაკავებულ თანამშრომლებს თავდებში უდგება

ოფიციალური ინფორმაციით, მათი დაკავების საფუძველი საგარეჯოს რაიონული მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი თანხების დიდი ოდენობით მითვისების და სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი გახდა. ხიდაშელის თქმით, ის აღნიშნულ პროექტზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს:

 

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვიცი აბსოლუტურად ყველა დეტალი ამ პროექტის შესახებ. პირადად ვამოწმებდი ყველა თეთრის ხარჯვას, რომელიც დაკავშირებული იყო ამ პროექტთან. ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პირველი ღონისძიება, რომელიც მე რაიონში განვახორციელე და დავეხმარეთ განსაკუთრებულად გაჭირვებულ ადამიანებს ამ სახლების გადახურვაში. ამიტომ მინდა მივმართო ფინანსურ პოლიციას, რომ თუ აქვთ რაიმე კითხვები, მეც დამკითხონ. მე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას ამ კონტრაქტზე აბსოლუტურად, თავიდან ბოლომდე, იმიტომ, რომ ეს პროექტი დაიწყო ჩემი ინიციატივით და მე ვიყავი საქმის კურსში განხორციელებული საქმიანობის შესახებ.“

 

ის ასევე აცხადებს, რომ დაკავებულებს თავდებში უდგება:

 

„მე ვუდგები, ბუნებრივია, თავდებში ამ ადამიანებს, რომ მოხდეს მათი გათავისუფლება. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, გამოძიება დასრულდება პოზიტიურად და არაფერი არ დადასტურდება იმ ბრალდებებიდან, რაც დღეს წაყენებული აქვთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ არსებობს რაიმე კითხვები ამ კონკრეტულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, მეც უნდა დამკითხონ, ზუსტად ისე, როგორც დაიკითხენ ეს ადამიანები. იმიტომ, რომ საქმის კურსში ვიყავი და თავად ვიყავი ჩრთული და მონაწილე იმაში, რომ ყველა პრობლემა მოგვარებოდა იმ ოჯახების, რომლებსაც კონკრეტულად შეეხოთ ეს დახმარება, რაც მათ მიიღეს მთვრობისგან.”

მასალების გადაბეჭდვის წესი