ახალი ამბები

კანდიდატები, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობისთვის მეორე ტურში იბრძოლებენ

12 ივნისი, 2013 • • 1158
კანდიდატები, რომლებიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობისთვის მეორე ტურში იბრძოლებენ

ყველაზე მეტი ხმა დააგროვეს შემდეგმა კანდიდატებმა:

 

1. გოჩა მამულაშვილი – 90 ხმა.

2. ნინო ბაქაქური –88.

3. ვახტანგ თორდია – 88.

4. ევა გოცირიძე –87.

5. ეკატერინე გასიტაშვილი – 86.

6. კახაბერ სოფრომაძე – 85.

7. ლევან ხეცურიანი – 70.

8. მამუკა სონღულაშვილი – 58.

9. გია მეფარიშვილი 46. 

10. მადი ჩანტლაძე – 43.

11. როინ მიგრიაული – 38.

12. დავით სულაქველიძე – 34. 

 

“მოგეხსენებათ, რომ პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს 2/3–ს, ამასობაში ჩვენმა კოლეგებმა უმცირესობიდან უარი განაცხადეს კენჭისყრაში მონაწილეობაზე, შესაბამისად, ისევ  არითმეთიკასთან გვაქვს საქმე. ცხადია, ეს მათთვის ცნობილი იყო, რომ მათი ხმების გარეშე 2/3 ვერ მოგროვდებოდა, ამიტომ იყო ჩენი შეთავაზება იმის თაობაზე, რომ პირველ ტურში ყველას მიგვეღო მონაწილეობა და მიგვეცა ხმა ჩვენთვის სასურველი კანდიდატებისთვის და თუ დაემთხვეოდა ჩვენი მოსაზრებები, გავიდოდა ვინმე 2/3–ით, თუ ვერ გავიდოდა, შეგვეძლო მერე გაგვემართა კონსულტაციები, რადგან 6–დან მინიმუმ 2 წევრი 2/3–ით უნდა გამოვავლინოთ. პირველი ტურის შედეგად, ცხადია, ვერცერთი კანდიდატი ვერ იქნება არჩეული, რადგან კენჭისყრაში მონაწილეობდა მაქსიმუმ 91 დეპუტატი”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა კენჭისყრის შედეგების გამოცხადებამდე.

 

თუ ორმა კანდიდატმა მაინც მეორე ტურშიც ვერ დააგროვა ხმების 2/3, მაშინ ამ ორი ადგილის დასაკავებლად კონკურსი ხელახლა გამოცხადდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი