კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის თქმით, სადავო მუხლებზე დეპუტატებმა, მთავრობამ და პროფკავშირებმა შეთანხმებას მიაღწიეს:
“სამუშაო კვირა 40-საათიანი ვადით განისაზღვრა, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში შემოდის 48-საათიანი კვირა, რომლის შემდეგ ამოქმედდება ზეგანაკვეთური შრომა, რაც საათობრივ ანაზღაურებაზე მეტია. რაც შეეეხება კოლექტიურ ხელშეკრულებებს, საწარმოში დასაქმებულთა 50%-ზე მეტს შეუძლია შექმნას კავშირი და მონაწილეობა მიიღოს კოლექტიურ დავებში”.
მისივე თქმით, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს უვადო ხელშეკრულებებთან დაკავშირებითაც:
“თუ პირს მუშაობის ხუთ წელზე მეტი სტაჟი აქვს, მისთვის უვადო ხელშეკრულება კოდექსის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ შევა ძალაში, ხოლო ხუთ წელზე ნაკლები სტაჟის შემთხვევაში უვადო ხელშეკრულება ორ წელიწადში ამოქმედდება.”
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, შრომის კოდექსის სადავო მუხლებს დღეს, მეორე მოსმენით კენჭს უყრიან სასესიო სხდომაზე.
კომიტეტის სხდომას არ დასწრებიან უმცირესობის წევრები.