ახალი ამბები

შრომის რეფორმას ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა

13 ივლისი, 2020 • 1955
შრომის რეფორმას ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა შრომის კოდექსსა და თანმდევ კანონებში ინიცირებულ ცვლილებს მხარი დაუჭირა.

კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, შრომის რეფორმას მხარს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერდნენ, თუ პროექტიდან ინიციატორი ამოიღებდა ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც მაღალი რისკის შემცველ პროფესიებზე სამუშაოს რაოდენობასთან დაკავშირებით შეზღუდვა წესდება. ცქიტიშვილის თქმით, ორ ადგილზე მუშაობა კანონპროექტით ისედაც არ იკრძალებოდა, თუმცა, მისი თქმით, ამ ნაწილში კომიტეტის პოზიციას გაითვალისწინებს.

“აქ არ იყო იმაზე საუბარი, რომ ორ ადგილზე მუშაობა რამენაირად იკრძალება. აქ იყო საუბარი იმაზე, რომ იზღუდება საათობრივად. ე.ი. აქ ტექნიკურად ასეთი საკითხი არსებობს: ევროდირექტივა გვეუბნება და გვთავაზობს, რომ კვირაში 48 საათი მაქსიმუმი უნდა იყოს. ნორმირებულს პლუს ზეგანაკვეთური. მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, დასაქმებულების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ზედა ზღვრის დაწესება პრობლემატური იქნებოდა. ისევ ამ ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ამიტომ ამ ზედა ზღვარს მოვხსნით და, შესაბამისად, მე-16 მუხლის მე-5 ნაწილიც, რომელიც ამ გადაზღვევას აკეთებდა ცალკეული პროფესიებისთვის, შეგვიძლია ამ ეტაპზე მოვხსნათ” ,- აცხადებს ცქიტიშვილი.

ეს განცხადება კანონპროეტის ავტორმა დიმიტრი ცქტირშვილმა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის საპასუხოდ გააკეთა. ხუნდაძემ თქვა, რომ კომიტეტი მხარს ვერ დაუჭერდა კანონპროეტს იმ შემთხვევაში, თუ დარჩებოდა ჩანაწერი, რომლითაც იკრძალება რისკის შემცველი პროფესიების შემთხვევაში ერთზე მეტ სამუშაოზე დასაქმება. ხუნდაძის თქმითვე, დღევანდელი ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, ეს გააუარესებს ადამიანების სოციალურ მდგომარეობას. 

ცვლილებათა პაკეტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი