ახალი ამბები

შრომის კოდექსის კანონპროექტის განხილვა 1 საათია შეჩერებულია

11 ივნისი, 2013 • • 1117
შრომის კოდექსის კანონპროექტის განხილვა 1 საათია შეჩერებულია

უკვე 1 საათია, რაც ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელზეც “შრომის კოდექსის” კანონპროექტზე მსჯელობდნენ, შეჩერებულია.  კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ 10- წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა, თუმცა დეპუტატები  და იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძე პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაციას ამ დრომდე მართავენ. 

 

“ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება, თუ რა არეალს დაფარავს კოლექტიური მოლაპარაკებები და შეიძლება თუ არა დაფაროს დასაქმებული ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ მონაწილე ამ მოლაპარაკების, “- განაცხადა ირაკლი პეტრიშვილმა. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი