2017 წლის 1 ივლისიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში საარჩევნო სუბიექტებმა, ჯამში, 12,998,651.16 ლარის შემოწირულობები მიიღეს, ხოლო ამ თანხის თითქმის 90%(11,640,441.00 ლარი) მხოლოდ ერთმა პარტიამ – ქართულმა ოცნებამ.
არჩევნების დანიშვნის დღიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, 6-კვირიან პერიოდში, საარჩევნო სუბიექტების მიერ, ჯამში, მიღებულია 742,787.00 ლარის საბიუჯეტო შემოსავალი:
- ქართული ოცნება – 173,420 ლარი
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 135,036 ლარი
- ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისულებისთვის – 78,844 ლარი
- დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო – 20,135 ლარი
- სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო – 16,293 ლარი
ამავე პერიოდში კანდიდატების მიერ ჯამურად განხორციელებულია 8,835,900.00 ლარის ხარჯი:
- ქართული ოცნება – 6,983,756 ლარი
- ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისულებისთვის – 646,775 ლარი
- საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 507,730 ლარი
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 202,811 ლარი
- დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო – 75,892 ლარი
- სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო – 66,084 ლარი
გაწერილი ხარჯებიდან რეკლამისათვის აღნიშულმა პარტიებმა 5,805,562.00 ლარი დახარჯეს:
- ქართული ოცნება – 4,939,306 ლარი
- ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისულებისთვის – 396,347 ლარი
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 345,862 ლარი
- საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 285,250 ლარი
- დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო – 95,300 ლარი
- სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო – 28,747 ლარი
აუდიტის სამსახურის ცნობით, საჩივრებისა და მედიამონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმციების საფუძველზე, 15 საკითხთან დაკავშირებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება – გამოთხოვილია დამატებითი ინფორმაცია და გამოსაკითხად დაბარებული არიან შესაბამისი პირები. კერძოდ:
“შემოწირულებების შესწავლის მიზნით, სამსახურის მიერ გაიგზავნა მოთხოვნა 544 ფიზიკური პირის შემოსავლების შესახებ, ხოლო იურიდიულ პირებთან მიმართებაში მიმდინარეობს შესწავლა მათი საბოლოო ბენეფიციარების, შესყიდვებში მონაწილეობისა და მიღებული შემოსავლების შესწავლის მიზნით. ფიზიკური პირების შემოწირულებების ანალიზის დროს დამატებითი კითხვების არსებობის გამო, გამოკითხვაზე დაბარებულია 31 პირი, საიდანაც 13 არის „ევროპული საქართველოს“ შემომწირველი, ხოლო 18 – „ქართული ოცნების“, – ნათქვამია აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ შუალედური ანგარიშში.