ახალი ამბები

ხუნდაძე შრომის კოდექსზე: ლობირება წარმოუდგენელია

11 ივნისი, 2013 • • 1095
ხუნდაძე შრომის კოდექსზე: ლობირება წარმოუდგენელია

კომიტეტის სხდომას პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილიც ესწრება. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დღეს სადავო მუხლებზე იმსჯელებენ:

 

“6 თვეა უკვე კოდექსზე ვმუშაობთ. მეორე მოსმენით დავამტკიცეთ 9 მუხლის გარეშე და დღეს ამ მუხლებს მეორე მოსმენის რეჟიმით განვიხილავთ. შემდეგ უკვე მთლიანად კოდექსს განვიხილავთ და მესამე მოსმენისთვის მოვამზადებთ. ჩვენ ვცდილობთ კოდექსი მაქსიმალურად დაბალანსებული იყოს, თუმცა გარკვეული პრეტენზიები აქვს როგორც დამსაქმებელთა, ასევე დასაქმებულთა მხარეს. ვფიქრობ, რომ ლობირება და რომელიმე მხარეს გადახრა ჩვენი მხრიდან წარმოუდგენელია, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ  შრომის კოდექსი ალბათ ვერ ამოწურავს ბოლომდე  კითხვებს და ვერ დააკმაყოფილებს რომელიმე მხარეს ბოლომდე, ზუსტად ეს არის, რომ ის უნდა იყოს დაბალანსებული. შეიძლება კითხვები ორივე მხარეს დარჩეს, იყოს კმაყოფილებაც და უკმაყოფილებაც.”

 

გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლების განცხადებით, ბიზნესმენებმა ლობირების შედეგად მოახერხეს მთავრობის პოზიციის ცვლილება, რის გამოც შრომის კოდექსის პირველი პროექტი შეიცვალა. სადავო მუხლებზე მხარეებს შორის შეთანხმება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი