ახალი ამბები

ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება – გასაღების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

16 ოქტომბერი, 2017 • 1961
ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება – გასაღების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება – გასაღების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა  დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რომლის თანახმად, თითქოსდა მან ერთ-ერთ კომპანიას 165 000 ლარის ღირებულების მომსახურება  გაუწია.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  2-დან 4 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი