ახალი ამბები

სამოქალაქო პანაშვიდზე მიხეილ სააკაშვილი მივიდა

9 ივნისი, 2013 • • 979
სამოქალაქო პანაშვიდზე მიხეილ სააკაშვილი მივიდა

სამების ტაძარში ასევე იმყოფებიან პრემირ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, მთავრობის, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირების წარმომადგენლები. პანაშვიზე ასევე იმყოფება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი. 

 

სამოქალაქო პანაშვიდს ილია მეორე ატარებს. 

 

ავღანეთში დაღუპული სამხედროები დღეს, 9 ივნისს, გამთენიისას  საქართველოში ჩამოასვენეს. თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია  საქართველოში ამავე  ბორტს  ჩამოყვა. სამგლოვიარო ცერემონიალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა.  ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტი,  მთავრობისა და პარლამენტის წევრები დაესწრნენ.

 

პარლამენტიის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ქართულმა სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ჯარისკაცების ოჯახებმა, მათმა შვილებმა, მუდმივად იგრძნონს სახლმწიფოს ზრუნვა:

 

“ის, რომ ჩვენ გვახსოვს ჩვენი გმირები; რომ სამშობლოსთვის სამსახური არავისთვის იქნება დავიწყებული  და ჩვენ, ქართველები, საქართველო, ამაყად ვდგავართ იმ სახელმწიფოების რიგში, რომლებიც ებრძვიან ტერორს, ებრძვიან ძალადობას”– განაცხადა უსუფაშვილმა. 

 

7 ქართველი ჯარისკაცი ჰელმანდის პროვინციაში 6 ივნისს თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ.  დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონში მსახურობდნენ. ისინი ISAF-ის მისიის შესასრულებლად ავღანეთში 2013 წლის აპრილში გაემგზავრნენ. კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე  (07.01.1988) ქართულ ჯარში 2009 წლიდან მსახურობდა. კაპრალი  გიორგი ადამოვი (23.05.1990) შეიარაღებული ძალების რიგებში 2009 წლიდან ირიცხება. პირველი კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილი (02.09.1980) არმიაში 2010 წლიდან მსახურობდა. რიგითმა მიხეილ  ნარინდოშვილმა (25.12.1986) კონტრაქტი 2012 წელს გააფორმა. კაპრალი ბორის ცუგოშვილმა (12.05.1984) შეიარაღებულ ძალებში 6 წელი იმსახურა. პირველი კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი (22.10.1990) ქართულ ჯარს 2010 წელს შეუერთდა. პირველი კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი (10.12.1991) საქართველოს შეიარაღებული ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი