ახალი ამბები

ფაროსანა დაავადების გადამტანი არ არის – პაატა იმნაძე

11 ოქტომბერი, 2017 • 3820
ფაროსანა დაავადების გადამტანი არ არის –  პაატა იმნაძე

აზიური ფაროსანა, რომელიც მასშტაბურადაა უკვე გავრცელებული საქართველოში, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, თუმცა მის მიმართ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს ალერგია.

ამის შესახებ 11 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განცხადა.

პაატა იმნაძე“ფაროსანა არ მიეკუთვნება იმ მწერებს, რომლებიც  ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიშია. დაავადების- საშიშის თუ არასაშიშის- ფაროსანა გადამტანი არ არის. აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის სფეროსთვის ეს მწერი საინტერესო არ არის. თუმცა, რა თქმა უნდა, ის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ეკონომიკური ზიანის მომტანი”,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე განმარტებით, ერთადერთი შესაძლებელია, რომ ადამიანს მწერის მიმართ ალერგია განუვითარდეს, რომელიც სხვადასხვა ფორმით გამოიხატება, შეიძელება ეს იყოს გამონაყარი და სხვა. პაატა იმნაძე განმარტავს, რომ ფაროსანაზე ალერგიის შემთხვევები დაფიქსირდა თუ არა, ამაზე ინფორმაცია არ აქვს, რადგან ალერგიის ცალკეული შემთხვევა არც “ჩვენთან და არც სადმე მსოფლიოში არ აღირიცხება” .

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ ფაროსანა ადამიანს საერთოდ არ ეტანება, ის არ იკბინება.


მოკლედ: 

  • საქართველოში აზიური ფაროსანა ძირითადად გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოში, გურიაში, აჭარასა და იმერეთში.
  • აზიური ფაროსანა 9 ოქტომბერს დაფიქსირდა თბილისშიც.
  •  აზიური ფაროსანა (იგივე აზიური ბაღლინჯო)  მავნებელი მწერია, რომელიც იკვებება  მცენარეებით.
  • მავნებელი, რომლის სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა, საქართველოში პირველად  2015 წელს გამოჩნდა და   საქართველოს მილიონობით ეკონომიკური ზიანი მიაყენა.  ვრცლად წაიკითხეთ ამ ბმულზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი