როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, პარტიების განსავითარებლად კანონში ცვლილებები უნდა შევიდეს:

 

“ინტერფრაქციული ჯგუფი შევთანხმდით, რომ დავწიოთ პარტიების დაფინანსების ბარიერი. დღეს საპარლამენტო არჩევნებისთვის დაფინანსების ბარიერი წარმოადგენს 4 პროცენტს და ჩვენ გვინდა ის დავწიოთ და გავუთანაბროთ ადგილობრივი თვითმმართველობის ბარიერს, ანუ 3 პროცენტს. ეს ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივ და საპარლამენტო არჩევნებში ყველა ის პარტია, რომელიც აიღებს 3 ან მეტ პროცენტს, მიიღებს დაფინანსებას, რაც პარტიული დემოკრატიის განვითარებას შეუწყობს ხელს.”

 

მისივე თქმით, პარტიას, რომელსაც ქალთა ფართო წარმომადგენლობა ეყოლება, დაფინანსება გაეზრდება:

 

“პარტია, რომლის სიით დასახელებულ ყოველ 10 კანდიდატში 3 ქალბატონი იქნება, მათი დაფინანსება 30% პროცენტით გაიზრდება სხვა პარტიებთან შედარებით.”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *