ახალი ამბები

აპატურაი უსუფაშვილს ხვდება

3 ივნისი, 2013 •
აპატურაი უსუფაშვილს ხვდება

აპატურაი დღეს, 3 ივნისს, გამთენიისას ჩამოვიდა თბილისში, სადაც ნატოს კვირეულს გახსნის.

ჯეიმს აპატურაი - ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში
ჯეიმს აპატურაი – ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში

“საქართველოს ნატოს ძალიან მაღალი მხარდაჭერა აქვს, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მთავრობაა ხელისფლებაში,” – განუცხადა აპატურაიმ ჟურნალისტებს თბილისის აეროპორტში.

 

მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში, გარდა იმისა, რომ გახსნის ნატოს კვირეულს, ასევე, ჩაერთვება ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტის მომზადების პროცესში. აპატურას თქმით, ეს ვიზიტი სამ კვირაში შედგება.

 

აპატურაი თბილისში ვიზიტის ფარგლებში შეხვდება საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს დავით ბაქრაძეს, ასევე, იმ მაღალი თანამდებობის პირებს (პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, თავდაცვის მინისტრს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრსა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს), რომლებიც შეხვდებიან ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს წევრებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი