ახალი ამბები |

რეფერენდუმი კატალონიაში – შეტაკებების შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

1 ოქტომბერი, 2017 | | 2601
რეფერენდუმი კატალონიაში – შეტაკებების შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

კატალონიის ხელისუფლების ინფორმაციით, პოლიციასთან შეტაკებისას სულ მცირე 337 ადამიანი დაშავდა. ამავდროულად, ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ცხრა დაშავებული პოლიციელის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

კატალონიაში  რეფერენდუმი მინდინარეობს, რომელმაც ესპანეთისგან დამოუკიდებლობის საკითხი უნდა გადაწყვიტოს. ესპანეთის მთავრობა მიმდინარე რეფერენდუმს უკანონოს უწოდებს,  პოლიცია მოსახლეობას საშუალებას არ აძლევს, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ბარსელონაში, სამართალდამცავებმა რეზინის ტყვიები გამოიყენეს რეფერენდუმის მომხრეების მიმართ. 

კატალონია ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე მდიდარი რეგიონია, რომლის მოსახლეობა 7.5 მილიონია. რეგიონს აქვს ავტონომია, თუმცა ესპანეთის კონსტიტუციის მიხედვით, კატალონიელები  დამოუკიდებელ ერად არ არიან აღიარებული.

რეფერენდუმი კატალონიაში. ფოტო: EPA-EFE/Quique Garcia 01.10.2017

მასალების გადაბეჭდვის წესი