ახალი ამბები

მუფტი: სამთაწყაროში მუსლიმებს ლოცვის საშუალებას არ გვაძლევენ

31 მაისი, 2013 •
მუფტი: სამთაწყაროში მუსლიმებს ლოცვის საშუალებას არ გვაძლევენ

ჯემალ ადაძის ინფორმაციით, სამთაწყაროელები და მიმდებარე სოფლებიდან მოსული ადამიანები რამდენიმე მუსლიმს არ აძლეევნ საშუალებას, 
შევიდნენ სამთაწყაროში და პარასკევის ტრადიციული ლოცვა ჩაატარონ ერთ–ერთ სახლში. 

“გვეუბნებიან, თქვენ ქართველები არ ხართ, თათრები ხართ, მოშორდით აქედან, სოფელში არ შემოგიშვებთო. შაჰ–აბასის შთამომავლებს გვეძახიან, ამბობენ, რომ სამთაწყარო ქართული, ქრისიტიანული სოფელია და არ მოგვცემენ უფლებას, ვილოცოთ”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ჯემალ ადაძემ. მისი თქმით, სოფლის შესასვლელი გადაკეტილი აქვს 40–მდე ადამიანს, სოფელში სალოცავად მიმავალ ადაძესა და მის თანმხლებ პირებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ინციდენტში პოლიცია ჩაერია.

 

მუსლიმები ლოცვაზე
მუსლიმები ლოცვაზე

“ერთ–ერთმა დააპირა ჩვენი მანქანისთვის ქვა ესროლა და პოლიციელმა არ დაანება. ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, უფრო დიდი საშინელება მოხდებოდა. ახლა ჩვენ მოშორებით ვდგავართ, ამ ადამიანებს კი სოფლის შესასვლელი კვლავ ჩაკეტილი აქვთ”, – ამბობს ჯემალ ადაძე. ამ დროისათვის სამთაწყაროსკენ მიდიან უფლებადამცველები, ასევე, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები.

როგორც მუფტი ჯემალ ადაძე განმარტავს, სახლი, სადაც დღეს, 31 მაისს, დილის ლოცვა უნდა შეესრულებინათ ადგილობრივებს, 2012 წელს საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ შეიძინა. იქამდე ლოცვები ადგილობრივი მუსლიმის სახლში ტარდებოდა. მუსლიმებს ლოცვაში ხელი გასულ პარასკევსაც შეუშალეს.

მისივე ინფორმაციით, ადგილობრივები გასახლებით ემუქრებიან სამთაწყაროში მცხოვრებ მუსლიმ მეზობლებს, მათ ორგანიზებას კი სოფლის რწმუნებული გულო ნადირაშვილი უწევს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი