ახალი ამბები

ბოტიჩელის ორიგინალი „ვენერა“ და კარავაჯოს ნამუშევრების რეპროდუქციები თბილისში – გამოფენა 4 ოქტომბერს გაიხსნება

1 ოქტომბერი, 2017 • 5497
ბოტიჩელის ორიგინალი „ვენერა“ და კარავაჯოს ნამუშევრების რეპროდუქციები თბილისში – გამოფენა 4 ოქტომბერს გაიხსნება

ბოტიჩელის ორიგინალი „ვენერა“ და კარავაჯოს ნამუშევრების რეპროდუქციები საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოიფინება. ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, გამოფენა  2017 წლის 4 ოქტომბერს ოფიციალურად გაიხსნება.

გამოფენის დათვალიერება ეროვნულ გალერეაში 5 ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი. მუზეუმის ინფორმაციით,  „5 ოქტომბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით, ეროვნული გალერეა ორ იტალიურ გამოფენას უმასპინძლებს, რომლებსაც აერთიანებს სახელწოდება  ,,უნივერსალური ღირებულებებიბოტიჩელი – სილამაზეკარავაჯო – სინათლე“:

[highlight color=”red”]ბოტიჩელი – სილამაზე  სანდრო ბოტიჩელის „ვენერა“ 1930 წლიდან ტურინის „გალერეა საბაუდას“ კოლექციის ნაწილია. ბოტიჩელის მსგავსი ტიპის კიდევ ორი „ვენერაა“ ჩვენამდე შემორჩენილი, მათგან ერთი ბერლინის სამხატვრო გალერეაში, ხოლო მეორე – ჟენევაში, კერძო კოლექციაში ინახება. საბაუდას გალერეაში დაცულ ტილოზე ბოტიჩელი „ვენერას“ მუქ ფონზე გამოსახავს. ეს „ვენერა“, რენესანსის ეპოქის ნეოპლატონური ფილოსოფიის თანახმად, სიყვარულის ორი ასპექტის – გრძნობისმიერისა და ღვთაებრივის განსახიერებაა“.

[highlight color=”red”]კარავაჯო – სინათლე მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯოს შედევრების გამოფენა აერთიანებს კარავაჯოს 40 ნამუშევრის ნატურალური ზომის მაღალი რეზოლუციის ციფრულ რეპროდუქციებს.  ექსპოზიცია წარმოადგენს ქრონოლოგიურ, ისტორიულ და თემატურ მოგზაურობას მხატვრის შემოქმედებაში [რომის პერიოდის ტილოებიდან – მხატვრის უკანასკნელ ნამუშევრებამდე]. გამოფენა 2003 წლიდან მოგზაურობს იტალიასა და მის ფარგლებს გარეთ და უკვე ათ მილიონზე მეტი ვიზიტორი გაეცნო მხატვრის ყველა ნამუშევარს ერთ სივრცეში“.

FB2


საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ბოტიჩელის „ვენერას“ და  კარავაჯოს ნამუშევრების რეპროდუქციის გამოფენა იმ კულტურული პროგრამის ნაწილია, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოში იტალიის საელჩოს თანამშრომლობით გაიმართება. პროგრამა ითვალისწინებს ასევე ლეონარდო და ვინჩის „ფრინველების ფრენის კოდექსის“ თბილისში გამოფენას.

გამოფენების ორგანიზებისთვის, როგორც იტალიის ელჩის მიერ ეროვნულ მუზეუმში გაგზავნილი წერილიდან ირკვევა, მთლიანობაში, 225 000 ევროა საჭირო,  საიდანაც 110 ათას ევროს საქართველო გადაიხდის.


ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, „გალერეა მუშაობს ყოველდღე ორშაბათის გარდა, 10:00-დან 20:00 საათამდე. შესასვლელი ბილეთის საფასური: 

მოზრდილი – 7 ლარი;
სტუდენტი – 1 ლარი;
სკოლის მოსწავლე – 50 თეთრი;
პენსიონერი – 50 თეთრი;
ბავშვი 6 წლამდე – უფასო;

შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოაICOM-ის წევრებისთვის, „Culture card“ ბარათების მფლობელთათვის, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის“.

მასალების გადაბეჭდვის წესი