ამ საკითხზე მხარეებმა, საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში გადაცემა “დიალოგში” ისაუბრეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენლის ირაკლი მაჭარაშვილის განცხადებით, გარემოზე ისეთი ზარალის მიყენება, რომელიც არის შეუქცევადი, არის ზიანი და აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით:
“ეს ფაქტი გახმაურდა გუშინ, როცა ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის “სტეფანწმინდას” წარმომადგენლებმა გაავრცელეს ეს ფოტოები სოცილური ქსელის მეშვეობით. იქ არის გამგეობა. ყაზბეგის რაიონის დეპუტატიც იმ პერიოდშიც იქ იყო, დაცული ტერიტორიების წარმომადგენლობა იქ არის და კაციშვილს ერთი კვირის განმავლობაში ხმა არ ამოუღია. ეს არის პრობლემა. ახლა ამბობენ რომ გზის მშენებლობა შევაჩერეთო. თუ შესაჩრებელი იყო ერთი კვირა სად ისხდნენ ეს ხალხი? ყველაფერი იმაზე უნდა იყოს დამოკიდებული, რომ ერთმა მუჭა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაახმაურონ”
პარლამენტარი გოგა ხაჩიძე ამბობს, რომ ბუნებას გამოუსწორებელი ზარალი მიადგა: “ეს არის ეგრეთწოდებული ტრავერტნები , რომელიც შეიცავს მეატლებს. ეს კონკრეტული ძეგლი არის ძალიან ცნობილი. ის რაც მოხდა ეს არის ბუნებრივი ძეგლის განადგურება. მთლიანად მოძრობილი აქვს საფუძველი, ძირი, ის რაც გზამდე გადმოდიოდა. ვესაუბრე ადამინებს, რომლებიც იქ იყვნენ დღეს. მითხრეს, რომ სამუშაოები გრძელდება. რა თქმა უნდა ის, რაც გაფუჭდა ვეღარ აღდგება. ეს არის კონკრეტული ბუნებრივი ძეგლის გაუბედურება და გაფუჭება. ეს არ არის ხე რომელიც რაღაც საჭიროებისათვის მოეჭრათ და ახალი დარგო. ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა, მაგრამ ეს კონკრეტული ადგილი, გადავამოწმე დღეს, საქრთველოს წითელი წიგნის ნუსხაშია შეტანილი. არ ვიცი ყაზბეგის დაცული ტერიტორიის ნუსხაში თუ მოხვდა, მაგრამ მისი არსით და ყველა ნიშნით, ეს არის ბუნების ძეგლი.”
ამ საკითხზე განმარტება გადაცემასი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულიამაც გააკეთა: “ტენდერი იქნა გამოცხადებული ორი გვირაბის რემონტზე. უნდა აღინიშნოს, რომ ეს გვირაბები არის ერთად–ერთი საშუალება, რომლითაც ხდება გადაადგილება ძირითადად ზამთრის პერიოდში. იმიტომაც არის ეს გვირაბი აგებული. 25 წელია ამ გვირაბზე სამუშაოები არ ჩატარებულა და ჩვენმა ქსპერტთა ჯგუფმა შეამოწმა ეს გვირაბი და დააფიქსირეს, რომ შესაძლებელია ადამიანის სიცოცხლეს შეექმნას საფრთხე. ამ გვირაბზე აუცილებელი იყო სამუშაოების ჩატარება. შესაბამისად შედგა პროექტი, რა სამუშაოები იყო ჩასატარებელი და გადაეცა კონტრაქტორს. ჩვენ არავის ხელს არ ვაფარებთ, ჩვენც ვსწავლობთ, რამდენად შესაძლებელი იყო ამ გზის გამოყენების გარეშე სხვა გზიდან აქ ასვლა. დადგენას ის ედგა წინ, რომ კონტრაქტორი არ გვაცნობებდა რომელი გზიდან ავიდოდა.”
გვირაბის რეაბილიტაციის სამუშაოების გამო გუდაური–კობის მონაკვეთზე დაზიანდა ტრავერტინები, მჟავე წყლების მთა.
როგორც “ნეტგაზეთს” არასამთავრობო ორგანიზაცია “სტეფანწმინდა”–ს წარმომადგენელმა შოთა ბუჩუკურმა განუცხადა, მჟავე წყლებთან გზის გაყვანა მშენებლებმა რამდენიმე დღის წინ დაიწყეს, დღეისათვის კი მნიშნელოვანი ტერიტორიაა დაზიანებული. ფოტოები, რომელიც შოთა ბუჩუკურმა “ფეისბუქში” გამოაქვეყნა, რამდენიმე დღის წინაა გადაღებული. როგორც თავად ამბობს, დაზიანების მასშტაბები მას შემდეგ გაიზარდა.
კობი–გუდაურის გზის რეაბილიტაციის პროექტი უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, რომელიც 2013 წლის ბოლომე უნდა დასრულდეს. საგზაო სამუშაოებს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ახორციელებს, ხოლო გვირაბების რეაბილიტაციაზე მუშაობს შპს “მამისონი”.