ახალი ამბები

საქალაქო სასამართლომ ვანო მერაბიშვილს აღმკვეთი ღონისძიება შეუფარდა

30 მაისი, 2013 • • 1089
საქალაქო სასამართლომ ვანო მერაბიშვილს აღმკვეთი ღონისძიება შეუფარდა

ვანო მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, სასამართლო პატიმრობის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს 31 მაისს განმარტავს.


აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 ივლისს, 11:00 საათზე ჩაინიშნა. სასამართლო პროცესი დღეს 26 მაისის საქმეზე გაიმართა.

ვანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი

ექსპრემიერისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება პროკურატურამ მოითხოვა.

 

ვანო მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის განმარტებით, ბრალდების მხარე აპელირებდა იმაზე, რომ თუ არ მოხდებოდა პატიმრობის შეფარდება, ვანო მერაბიშვილი გაანადგურებდა მტკიცებულებებს და ზემოქმედებას მოახდენდა მოწმეებზე: ” საინტერესოა, როგორ შეძლებდა მერაბიშვილი ამის გაკეთებას, როცა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი დაუსაბუთებელი იქნება. ამიტომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას 48 საათის ვადაში გავასაჩივრებთ”.

 

ვანო მერაბიშვილს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, წინასწარი პატიმრობა დასაქმების პროგრამის განხორციელების ფარგლებში ამომრჩეველთა მოსყიდვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოყენების გამოც შეეფარდა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი