ახალი ამბები

პარლამენტმა “შრომის კოდექსს” კენჭი ცხრა მუხლის გარეშე უყარა

30 მაისი, 2013 •
პარლამენტმა  “შრომის კოდექსს” კენჭი ცხრა მუხლის გარეშე უყარა

პარლამენტმა ორგანული კანონის პროექტი “საქართველოს შრომის კოდექსში” ცვლილებების შეტანის თაობაზე მეორე მოსმენით 89 ხმით 0-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

შრომის კოდექსი
შრომის კოდექსი

თუმცა კანონპროექტის ავტორის ინიციატივით, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სანდრო ბარამიძე წარმოადგენდა. დეპუტატებმა  კანონპროექტს კენჭი 9  მუხლის გარეშე უყარეს.  ბარამიძის თქმით, ბიზნესის წარმომადგენლებს კიდევ აქვთ გარკვეული კითხვები და ამ კითხვების გაბათილებისთვის დარჩენილ მუხლებს პარლამენტი მესამე მოსმენისას განიხილავს:

 

“მუხლებს რაც შეეხება, ვადიან შრომით ხელშეკრულებებს ეხება ერთი. იქ იცვლება ის, რო დამწყები ბიზნესისთვის უფრო შეღავათიანი რეჟიმი იყოს, არ ვრცელდებოდეს საერთო წესები და 4 წელი მიეცეთ იმისთვის, რომ ვადიანები დადონ და თუ ურთიერთობა გაგრძელდა 4 წელზე ემტი, მერე უკვე უვადოდ ჩაითვალოს. 40 საათია კვირაში სამუშაო დრო, მაგრამ გარკვეული სპეციფიკური საწარმოებისთვის დაწესდება 48 საათი, ესაა შემოტავაზებული და სხვა უფრო უმნიშვნელო მუხლებია.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი