ახალი ამბები

ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძემ თანამდებობა დატოვა

30 მაისი, 2013 • • 1379
ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძემ თანამდებობა დატოვა

“ფინანსთა მინისტრის მოადგილეობას დავთანხმდი, პირველ რიგში, სწორედ იმიტომ, რომ დავების საბჭოს ახალ პრინციპებზე რეფორმირება მომეხდინა. რამდენადაც სამინისტრომ გუშინ საბოლოოდ არ მიიღო აღნიშნული პრინციპები, ჩემი თანამდებობაზე დარჩენა თანამდებობრივი კეთილდღეობის გახანგძლივება იქნება მხოლოდ, რაზეც უარს ვამბობ. გადადგომაზე განცხადება დავწერე,” – ნათქვამია ებრალიძის მიერ, “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე გაკეთებულ განცახდებაში.

დავით ებრალიძე
დავით ებრალიძე

საქართვლოს ფინანსთა სამინისტროში დავით ებრალიძის გადადგომის შესახებ ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. ამდენად უცნობია, დააკმაყოფილა თუ არა ნოდარ ხადურმა მისი მოადგილის განცხადება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი