ამის შესახება ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის N 182-ე მუხლის (მითვისება ან გაფლანგვა) მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. მალხაზ ბოხუას ბრალი ედება 2012 წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასაწარი შეთანხმებით ჯგუფთან ერთად, მართლსაწინააღმდეგოდ ქმედებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის სპეცსახსრებისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით – 500 000 ლარზე მეტი თანხის მითვისებასა და გაფლანგვაში.