ახალი ამბები

„ქართული ოცნება-მრწველები“ – ახალი ფრაქცია პარლამენტში

29 მაისი, 2013 •
„ქართული ოცნება-მრწველები“ –  ახალი ფრაქცია პარლამენტში

დღეს, 29 მაისს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე ახალი ფრაციის „ქართული ოცნება-მრწველები“ შექმნის საკითხი განიხილეს. კომიტეტის თავმჯდომარის ირინე იმერლიშვილის თქმით, ფრაქცქიაში 6 პარლამენტარია გაწევრიანებული. მათგან 2 ახალი პარლამენტარია, კერძოდ, ბაღდათი-სამტრედიის მაჟორიტარები. ირინა იმერლიშვილის თქმით, აღნიშნული საკითი დღესვე გავა ბიუროზე, სადაც რეგისტრაციაში გაატარებენ.

 

„დღეს შემოსული იყო ახალი ფრაქციის რეგისტრაციის საკითხი. აღნიშნული საკითხი განვიხილეთ და გადავუგზავნით ბიუროს, რომელიც რეგისტრაციას გაატარებს. ეს არის რიგით მეათე ფრაქცია და მის შემადგენლობაში შედის ექვსი წევრი, მათგან ორი შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული დეპუტატია, კერძოდ, ბაღდათისა და სამტრედიის მაჟორიტარები. „ქართული ოცნება-მრეწველები“ არის რიგით მეათე ფრაქცია პარლამენტში.”

ფრაქციის თავჯდომარე  გოგი თოფაძე, ხოლო მოადგილე ზურაბ ტყემალაძე იქნება. თოფაძის თქმით, მათი ფრაქციის ძირითადი მიმართულება საგადასახადო კოდექსის გამარტივება იქნება:

 

“სამუშაო ძალიან ბევრია, მოგეხსენებათ, წინა ხელისუფლებამ ისე აურ-დაურია კანონები, რომ პრაქტიკულად ამის გამოსწორება არის აუცილებელი. ძირითადი ჩვენი მიმართულება იქნება ბიზნესის ხელშეწყობა, საგადასახადო კოდექსში ძალიან ბევრი ხარვეზების გამოსწორება. კოდექსი ძალიან გართულებულია და ძნელი გასაგებია, ყველას არ აქვს საშუალება, რომ კერძო იურისტი ჰყავდეს, მცირე და საშუალო ბიზნესი იჩაგრება და გვინდა გავამარტივოთ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი