ახალი ამბები

პარლამენტში “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს

29 მაისი, 2013 •
პარლამენტში “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს

კომიტეტის სხდომას რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი ესწრება. მისი  თქმით, მიუხედავადს იმისა, რომ საკომიტეტო მოსმენებზე აღნიშნულ კანონპროექტზე “ნაციონალური მოძრაობა” აქტიურობდა, ჯერჯერობით აღნიშნული კანონპროექტის ალტერნატიული ვერსია უმცირესობის წევრებს არ შეუთავაზებია:

 

„საკომიტეტო განხილვას, ალბათ, მოჰყვება სასესიო განხილვა, უმცირესობიდან არანაირი ალტერნატიული გონივრული და წერილობითი წინადადება არ მიგვიღია. მოვლენებს წინ ვერ გავასწრებთ და ვნახოთ, რა მოხდება კომიტეტებზე. ველოდები, რომ უმცირესობა კვლავ გააგრძელებს სპეკულაციას აღნიშნულ თემაზე.”

 

ციხელაშვილმა კომენტარი საოკუპაციო საზღვრის გადმოწევაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს ქმედება მიუღებელია:

„ადამიანები, რომლებიც გამყოფი ხაზის ირგვლივ ცხოვრობენ, რთულ მდგომარეობაში არიან. ჩვენ ამ ადამიანებისათვის ცხოვრების პირობების შემსუბუქებას ვცდილობთ… მავთულხლართებით ტერიტორიის შემოსაზღვრა ცალსახად დასაგმობია. სხვადასხვა უწყება თავისი ფუნქციის ფარგლებში მუშაობს. ჩვენ კიდევ უფრო მეტ ზომებს მივიღებთ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც აფხაზების გასწვრივ ცხოვრობენ, ყველანაირად შეუმსუბუქდეთ ცხოვრების პირობები. ჩვენთვის თანაბრად მიუღებელია ერთი კილომეტრის მავთულხლართი იქნება, თუ რაიმე მავთულხლართი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე.” 

მისივე თქმით, საქართველო-რუსეთის საზღვარსა და ადმინისტრაციულ საზღვარს შორის პარალელის გავლება არ არის სწორი:

 

„ჩვენ არანაირი საზღვარი არა გვაქვს და დასაგმობია ის ფაქტი, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ შედგა. ინცინდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი, რომელიც თვის ბოლოს გაიმართება, ამ საკითხებით იქნება დატვირთული.”

მასალების გადაბეჭდვის წესი