კანონპროექტის თანახმად, სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე ქვეყნის პატრნიორ ქვეყნებთან ინფორმაციის გაცვლის პროცედურები მარტივდება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის თქმით, აქამდე სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის მიწოდებისათვის დადგენილი პროცედურები ხელისუფლებას ხელს უშლიდა პარტნიორი ქვეყნებისათვის ოპერატიული ინფორმაციის მიწოდებაში:
” ინფორმაციის გაცვლა შესაძლებელი იყო რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულების ან პრეზიდენტის მოტივირებული განკარგულების საფუძველზე. კანონში ამგვარი ჩანაწერის არსებობა გარკვეულ უხერხულობას ქმნიდა ინფორმაციის გაცვლის თვალსაზრისით.
სახელმწიფო საიდუმლოების სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის შეზღუდვა არ გავრცელდება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის, ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე ქვედნაყოფების სამხედრო ოპერატიულ-საბრძოლო დავალებებისა და ამოცანების განხორციელეის მიზნით გაცვლილ/გადაცემულ სამხედრო დანიშნულების სახელმწიფო საიდუმლოების შეცველ ინფორმაციაზე.