ახალი ამბები

პარლამენტში აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს

28 მაისი, 2013 •
პარლამენტში აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს

საქართველოს პარლამენტმა აზერბაიჯანული ეპიკური ნაწარმოების “დედე გორგუდის” ქართული თარგმანის პრეზენტაციას უმასპინძლა. წიგნი “საქართველო-აზერბაიჯანის კულტურული ურთიერთობების ასოციაციამ” გამოსცა. ღონისძიება აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.

 

“დედე გორგუდის” ქართული თარგმანის პრეზენტაციისთვის საგანგებოდ მომზადდა ამ ნაწარმოების მოტივებზე შექმნილი გამოფენა. საქართველოს პარლამენტში გამოფენილი ტილოების ავტორები, საქართველოს სამხატვრო აკადემიის სტუდენტები არიან.

 

გამოფენა გახსნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აზერ ჰუსეინმა.

 

ღონისძიებას პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გუბაზ სანიკიძე არ ესწრებოდა. 

 

გამოფენას ორგანიზება გაუწია საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და საქართველოში არსებულმა აზერბაიჯანულმა  ბიზნეს-ასოციაციამ “აზები”. გამოფენის მხარდამჭერები იყვნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და კომპანია “სოკარი”.

დედე გურგუდი
დედე გურგუდი

მასალების გადაბეჭდვის წესი