ახალი ამბები

სანდრა რულოვსმა და გურამ ოდიშარიამ მემორანდუმს ხელი მოაწერეს [VIDEO]

27 მაისი, 2013 •
სანდრა რულოვსმა და გურამ ოდიშარიამ მემორანდუმს ხელი მოაწერეს [VIDEO]

რადიო “მუზას” კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ მინიჭებული სტატუსით, შესაძლებლობა ეძლევა მეტი პოპულარიზაცია გაუწიოს ქართულ კულტურას, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. 

 

“მუზა დავაარსე 6 წლის წინ და გზაზე დავაყენე, როგორც 6 წლის ბავშვი, რომელიც სკოლაში მიდის. როდესაც შეიცვალა მთავრობა, მივმართეთ კულტურის სამინისტროს და ვთხოვეთ, არა მხოლოდ ჩვენ, 100 მეტმა მუსკოსმაც, რომ რადიო მუზა გადარჩეს. როგორც იცით, მთელ ტერიტორიაზე გვაქვს გადაცემები, ევროპაში გადის გადაცემები, ინტერნეტის მეშვეობით მთელ მსოფლიოში. რადიომ სტატუსი რომ შეიცვალოს და მიიღოს დაფინანსება, ეს არის მისი მუდმივი და სტაბილური მომავალი. შესაბამისად, იქნება, როგორც მაგალითად, ოპერა. ყველაფერი დანარჩენი უნდა შენარჩუნდეს,”- განაცხადა სანდრა რულოვსმა.


კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, გურამ ოდიშარიას განმარტებით, სამინისტრო, როგორც მაშველი რგოლი ისე დაეხმარება კლასიკური მუსიკის პოპულარაციზაციას.

 

“ძალიან ბევრი ვიცი, ვინც ამ რადიოს უსმენს, მათ შორის ვარ მეც. პოლიტიკური დაპირისპირებებით გადაღლილი ადამიანები, კლასიკური მუსიკით ისვენებენ. იცვლება რადიოს სტატუსი, და ჩვენ, როგორც მაშველმა რგოლმა ხელი უნდა გავუწოდოთ ამ კლასიკური მუსიკის განვითარებას და პოპულარიზაციას,”- განაცხადა მინისტრმა. 

 

რადიო „მუზა“ საქართველოს პირველი ლედის, სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივით დაფუძნდა:

„2004 წლიდან მან [სანდრა რულოვსმა] თავისი დიდი ხნის ოცნების განხორციელება დაიწყო, რის შედეგადაც, ჰოლანდიურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, საქართველოში 24– საათიანი კლასიკური მუსიკის პირველი რადიოსადგური დააფუძნა. რადიო ”მუზა” ეთერში 2007 წლის ზაფხულში გავიდა. იგი თავად არის კვირაში ოთხსაათიანი საავტორო გადაცემის წამყვანი“, – ნათქვამია რადიო „მუზის“ ოფიციალურ ვებ–გვერდზერადიო ”მუზა” „კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციის“ პირველი და ყველაზე დიდი პროექტია. აღნიშნულ ასოციაციას თავად სანდრა ელისაბედ რულოვსი ხელმძღვანელობს.



მასალების გადაბეჭდვის წესი