ახალი ამბები

„შენების მოძრაობამ“ სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატად ზვიად გელაშვილი წარადგინა

19 სექტემბერი, 2017 • 2381
„შენების მოძრაობამ“ სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატად ზვიად გელაშვილი წარადგინა

დღეს, 19 სექტემბერს, “შენების მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა თენგიზ შერგელაშვილმა სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგენა. მოძრაობის სახელით სამგორში ზვიად გელაშვილი იბრძოლებს.

ლიდერებმა მოსახლეობას მოძრაობის საარჩევნო პროგრამა გააცნეს და ისაუბრეს ქალაქის მართვის სისტების მოდერნიზაციის შესახებ. მათი თქმით, თბილისში თანამედროვე მმართველობითი სისტემა უნდა დაინერგოს, რაც გულისხმობს ქალაქში 25 საუბნო ადმინისტრაციის შექმნას, რითაც ქალაქი გახდება მოქალაქეზე ორიენტირებული.

“პრინციპულობა და პროფესიონალიზმი არის დღევანდელი ხელისუფლების პრობლემა. თბილისის მერიაში და საკრებულოში ჩვენ შევძლებთ, მდგომარეობა არსებითად უკეთესობისკენ შევცვალოთ. კოსმეტიკური ცვლილებები თბილისისთვის საკმარისი არ არის. საჭიროა ძირეული რეფორმები და უპირველეს ყოვლისა ქალაქის მმართველობის მოდერნიზაცია,”- განაცხადა “შენების მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა, თენგიზ შერგელაშვილმა.

შეკრებილ მოსახლეობას მიმართა სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ზვიად გელაშვილმა:

“მე ვგრძნობ ვალდებულებას ამომრჩევლის წინაშე და ვფიქრობ, რომ “შენების მოძრაობის” პროფესიონალ გუნდთან ერთად შესაძლებელია ძირეული ცვლილებების განხორციელება და მომავლის შეცვლა უკეთესობისკენ.”

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს არის დანიშნული.

„შენების მოძრაობამ“ სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატად ზვიად გელაშვილი წარადგინა

„შენების მოძრაობამ“ სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატად ზვიად გელაშვილი წარადგინა

მასალების გადაბეჭდვის წესი