ახალი ამბები

“ახალი მემარჯვენეები” და “შენების მოძრაობა” “ლელოში” გაერთიანდნენ

22 დეკემბერი, 2019 • 3772
“ახალი მემარჯვენეები” და “შენების მოძრაობა” “ლელოში” გაერთიანდნენ

პოლიტიკური მოძრაობები “ახალი მემარჯვენეები” და “შენების მოძრაობა” მამუკა ხაზარაძის მიერ ახალდაფუძნებულ პოპოლიტიკურ მოძრაობა “ლელო საქართველოსთვის-ში” ერთიანდება. ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის” დამფუძნებელ ყრილობაზე ფიქრია ჩიხრაძემ და დავით უსუფაშვილმა განაცხადეს:

“დღეს ლელოში იერთიანდებიან სხვადასხვა თაობის სხვადასხვა გამოცდილების, სხვადასხვა პროფესიული მიღწევების ადამიანები და ერთიანდებიან საქართვლეოსტივს. ამ შემთხვევაში მე და ჩემმა მეგობრებმა ახალი მემარჯვენეების სახით ვამბობ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სწორედ პოლიტიკაში ახალსემოსულ ხალხთან ერთად დავაფუძნოთ ახალი მოძრაობა, ახალი პოლიტიკური გაერთიანება ლელოს სახით.

ისევე, როგორც შენების მოძრაობამ გააკეთა იგივე, რადგანაც ვთვლით რომ დღეს პოლიტიკურ პროცესში არათუ გაყოფის, არამედ ერთად შეკრების დროა რომ ავაშენოთ მნიშვნელოვანი დიდი გავლენის მქონე პოლიტიკური ძალა რომელიც უპასუხებს საქართვლეოსი არსებულ უსერიოზულეს გამოწვევას ეს არის ნიჰილიზმი რომელიც არის დამკვიდრებული ქართულ საზოგადოებასა და ამომრჩეველში” – ამობს ჩიხრაძე.

დავით უსუფაშვილმა კი აღნიშნა, რომ “შენების მოძრაობა” ისევე, როგორც “ახალი მემარჯვენეები” და “ლელო საქართველო” ერთ ორგანიზაციად ჩამოყალიბდება:

“შენების მოძრაობის წარმომადგენლები, რომლებიც ამ დარბაზში მრავლად არიან ვერთიანდებით ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციაში. ეს ნაბიჯი გადაგვადგმევინა იმან, რომ ჩვენ “ლელოს” დამფუძნებლებთან და “ახალ მემარჯვენებეთან” ერთად კიდევ ერთხელ გავიაზრეთ ის პასუხისმგებლობა რაც ჩვენს თაობას აკისრია” – ამბობს უსუფაშვილი.

თბილისში პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” დამფუძნებელი ყრილობა იმართება. ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე აირჩიეს.

დღესვე, პარტიის დელეგატებმა დაამტკიცეს პოლიტიკური გაერთიანების წესდება და ნდობას გმაოუცხადებენ მმართველი ორგანოს – პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებს. ღონისძიებაზე ასევე წარადგენენ პარტიის ხედვას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი