“ყველასთვის ცნობილია, თუ რამხელა საზოგადოებრივი გამოხმაურება ჰქონდა ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავების ფაქტს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საია მიიღებს მონაწილეობას მონიტორინგის თვალსაზრისით. ჩვენ არ ვიქნებით ადვოკატები, ჩვენ ვიქნებით მონიტორები და შევეცდებით, რომ ობიექტური დამკვირვებლის სტატუსით შევაფასოთ, თუ რამდენად ექნებათ დაკავებულებს შესაძლებლობა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლებით ისარგებლონ. მიუხედავად იმისა, თუ რა კითხვები აქვს გამოძიებას ამ ადამიანებთან მიმართებაში, ცალსახად ხაზგასასმელია, რომ ყველას აქვს უფლება ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით. იმედი გვაქვს, რომ ეს ასე იქნება”, – განაცხადა მან.
კოჟორიძის თქმით, საიას დამკვირვებლები დააკვირდებიან როგორც აღმკვეთი ღონისძიების განმსაზღვრელ პირველ სასამართლო პროცესს, ისე საქმის არსებით განხილვას.