ახალი ამბებისაზოგადოება

სოციალური დახმარების აღდგენის მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გაიმართა

14 სექტემბერი, 2017 •
სოციალური დახმარების აღდგენის მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გაიმართა

სოციალური მომსახურეობის სააგენტოს დირექტორის გადადგომა და იმ მოქალაქეებისთვის სოციალური დახმარების აღდგენა, რომლებსაც ეს დახმარება შეუწყდათ, იყო ის ორი მთავარი მოთხოვნა, რომლის გამოც დღეს, 14 სექტემბერს ,ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გაიმართა.

აქციის ორგანიზატორია “უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის”, თუმცა მათ “ქართული მარშიც” შეუერთდა, რომელიც ბოლო პერიოდში ცნობილი გახდა ქართული მიწის გაყიდვის აკრძალვის მოთხოვნით. მათ მოთხოვნებს ასევე დაემატა საქართველოში “სოროსის ფონდის” საქმიანობის აკრძალვა.

ელიკო თედიაშვილი პენსიონერია, მან დღეს ჯანდაცვის სამინისტროში კიდევე ერთხელ ჩააბარა განცხადება, სადაც შეწყვეტილი სოციალური დახმარების აღდგენა მოითხოვა. აქციის დასასრულს “ქართული მარშის” წარმომადგენელი ლადო სადღობელაშვილი და აქციის მონაწილეები ჯანდაცვის სამინისტროში შევიდნენ და განცხადებები დაწერეს სხვადასხვა მოთხოვნით.

როგორც ელიკო გვიყვება, იგი შვილთან, რძალთან და შვილიშვილებთან ერთად თბილისში ქირით ცხოვრობს, რადგან ბინა მოტყუებით შვიდი წლის წინ დაკარგა. ოჯახის ერთადერთი სტაბილური შემოსავალი ელიკოს პენსიაა- 180 ლარი. მისი შვილი კი ლილოში ტვირთს ატარებს, მაგრამ მისი სამუშაოს საჭიროება ხან არის და ხან არა. თავად ელიკო მზესუმზისრასაც ჰყიდის, რომ ოჯახის შემოსავალი მცირედით მაინც გაზარდოს. ოჯახი სოციალურ დახმარებას 4 წელი იღებდა და 2 წლის წინ შეუწყდა:

“წელიწადში გვიანგარიშეს 4 000 ლარი შემოსავალი და არ გვაქვს მაგდენი. ჩემი პენსია შემოსავალში რატომ უნდა ირიცხებოდეს? 4 წელი ვიღებდი დახმარებას 300 ლარამდე. მე არავის არაფერი მინდა, შრომა არ მეზარება, ქირის თანხა, გადავიხდით ქირას და მშივრები ვართ. შემაქვს და შემაქვს განცხადებები და ფართს მიანგარიშებენ, ჩემი ფართია?”, – ამბობს ის.

დღევანდელ აქციაზე განსაკუთრებით აქტიურობდა “ქართული მარშის” ლიდევლადო სადღობელაშვილი, იგი სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ზაზა სოფრომაძის გადადგომას ითხოვდა, რადგან მისი განცხადებით, სოფრომაძე რეალურად არაფერს აკეთებს სოციალურად დაუცველი ადამიანების დასახმარებლად.

“თქვენ იცით, რომ ჩვენ არაერთი კანონპროექტი შევთავაზეთ ხელისუფლებას. მართალია, ახალ კონსტიტუციაში შეიტანა მუხლი უსახლკაროების შესახებ, მაგრამ ეს მუხლი არაფერში არ აღიბეჭდა. ჩვენ ვთხოვთ დავით სერგეენკოს, მიაქციოს ყურადღება ამ ადამიანებს, რა სიასაც ჩავაბარებ, რადგან ეს ადამიანები სოფრომაძის მიერ დანერგილი სისტემის მსხვერპლები არიან”, – განაცხადა ლადო სადღობელაშვილმა.

სოციალური მომსახურეობის სააგენტოში აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეებმა 3 განცხადება შემოიტანეს. ერთი იყო, რომელმაც მაღალი სარეიტინგო ქულა გააპროტესტა, ხოლო დანარჩენი განცხადებების შემთხვევაში ბინას ითხოვდნენ, თუმცა უსახლკაროების პრობლემებზე თვითმმართველობები მუშაობენ და ეს არც სააგენტოს და არც სამინისტროს ფუნქცია არ არის.

სააგენტოში ასევე იმ სქემის სამართლიანობის შესახებაც ისაუბრეს, რომელიც სარეიტინგო ქულებს ადგენს და შესაბამისად წყდება მიიღბს თუ არა ადამიანი დახმარებას:

“რა თქმა უნდა იდეალური პროგრამა არ არსებობს მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში და მათ შორის არც ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ეს იდეალური პროგრამაა, 1 200 000 ადამიანი, როცაა რეგისტრირებული ბაზაში, ალბათ ყველა ოჯახის საჭიროებას ერთნაირად  ვერ ხედავს ეს პროგრამა, მაგრამ მთავარი მიზანი რაცაა, რომ ობიექტურად იანგარიშოს ქულა, ეს ნამდვილად არის მიღწეული”,- აცხადებენ სააგენტოში.

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან. 14.09.2017

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან. 14.09.2017

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან. 14.09.2017

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან. 14.09.2017

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან. 14.09.2017

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან. 14.09.2017

ლადო სადღობელაშვილი განცხადებას წერს ჯანდაცვის სამინისტროში, მას შემდეგ რაც უწყებასთან სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აქცია დასრულდა. 14.09 2014

ლადო სადღობელაშვილი განცხადებას წერს ჯანდაცვის სამინისტროში, მას შემდეგ რაც უწყებასთან სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აქცია დასრულდა. 14.09 2014

მასალების გადაბეჭდვის წესი