დღეს, 14 ივლისს, თბილისში ქსენოფობიური შინაარსის მსვლელობა “ქართველთა მარში”იმართება. მარშის მონაწილეები ამ წუთებში [21:00] მარჯანიშვილის მოედანზე არიან შეკრებილები. მათი თქმით, ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას აფუძნებენ და შესაბამის მანიფესტს კითხულობენ.
“ქართველთა მარშის” ორგანიზატორები მოითხოვენ, ყველა არალეგალმა უცხოელმა დატოვოს საქართველოს ტერიტორია. დღეს პლატფორმა “არა ფობიამ” აღნიშნულ მარშტან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა, სადაც მოუწოდა ხელისუფლებას, მიიღოს სათანადო ზომები, რათა “ქართველთა მარშის” მსვლელობისას უზრუნველყოფილი იყოს მანიფესტაციის კანონის ჩარჩოებში დარჩენა და თავიდან აიცილონ რასისტულ და ქსენოფობიურ ნიადაგზე ნებისმიერი ძალადობის გამოვლინება.
“მსგავსად წინა შემთხვევისა, ე.წ. ქართველთა მარშის ორგანიზატორები და მონაწილეები წარმოადგენენ რა რადიკალურ ულტრანაციონალისტურ ჯგუფებს და არსებობს მათგან აგრესიისა და ძალადობის გამოვლენის საფრთხე”, – აცხადებენ ორგანიზაციები.