სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით, ქვეყანაში სოციალურად დაუცველ პირთა რიცხვის ზრდა არა რთულ ეკონომიკურ ვითარებას, არამედ სახელმწიფოს კეთილ ნებას უკავშირდება, პანდემიის პირობებში სოციალური დახმარება რომ არ შეწყვეტოდათ ბენეფიციარებს.
“ეს ზრდა გამოიწვია მხოლოდ იმ კეთილმა ნებამ, რომ ჩვენს ბენეფიციარებს კოვიდ ვითარებაში არ შეჩერებოდათ დახმარება“, – განაცხადა სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან გოგაძემ.
მისი ინფორმაციით, გადაწყვეტილება, რომ სოცდახმარება არ შეუწყდეთ იმ ბენეფიციარებს, რომლებიც შესაძლოა აღარ აკმაყოფილებენ მიზნობრივი დახმარების მიღების კრიტერიუმებს, საკოორდინაციო საბჭოს აქვს მიღებული. შესაბამისად, ამ პრაქტიკის შეწყვეტა/გაგრძელებაც მასზეა დამოკიდებული.
2021 წლის ნოემბრის მონაცემებით, სოციალურ დახმარებას 637 747 ადამიანი იღებს, ხოლო 2020 წლის დეკემბერში ბენეფიციართა რიცხვი 524 598 იყო.