ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ოსური მხარე საქართველოს მიმართ აშშ-ის მხარდამჭერ განცხადებაში საფრთხეს ხედავს

13 სექტემბერი, 2017 • 2858
ოსური მხარე საქართველოს მიმართ აშშ-ის მხარდამჭერ განცხადებაში საფრთხეს ხედავს

“აშშ-ს უკვე მეცხრე წელია არ სურს სამხრეთ კავკასიაში არსებული რეალიების დანახვა და რეგიონში მხოლოდ საქართველოს ინტერესებს ლობირებს”,- განუცხადა რუსულ სააგენტო სპუტნიკს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა, იგორ კოჩიევმა.

“აშშ ამით აჩვენებს, რომ მათთვის პრიორიტეტი მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური მოტივებია. რუსული ჯარები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ერთადერთი ფაქტორია, რომელიც სამხრეთ კავკასიაში მშვიდობას უზრუნველყოფს და მათი გაყვანის მოთხოვნა ნიშნავს რეგიონში ომისკენ მოწოდებას. ამერიკის მთავრობის ეს მორიგი განცხადება არ ითვალისწინებს არც სამხრეთ ოსეთის, არც აფხაზეთის და არც თავად საქართველოს მოსახლეობის აზრს”.

აშშ-ისა და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის განცხადება დღეს გავრცელდა. დოკუმენტის მიხედვით, აშშ შეშფოთებას გამოხატავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამშვები პუნქტების დახურვის გამო და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარდაჭერას უცხადებს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, აშშ-საქართველოს ერთობლივი სამუშაო ჯგუფის მიერ გავრცელებული განცხადება სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერას გამოხატავს. მისი თქმით, საქართველო ყველა შესაძლებლობას იყენებს მკაცრი ანტისაოკუპაციო პოლიტიკის განსახორციელებლად.

იგორ კოჩიევი; ფოტო: sputnik

იგორ კოჩიევი; ფოტო: sputnik

მასალების გადაბეჭდვის წესი