ახალი ამბები

17 მაისის კონტრაქციის მონაწილე 4 პირი დააკავეს

21 მაისი, 2013 •
17 მაისის კონტრაქციის მონაწილე 4 პირი დააკავეს

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, 166-ე მუხლი არის წვრილმანი ხულიგნობა, ესე იგი საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ან თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით. რაც შეეხება 173-ე მუხლს, კოდექსის მიხედვით ეს არის სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკების ან სამხედრო მოსამსახურეების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, რომელიც გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ერთიდან ექვს თვემდე, ხელფასიდან ოცი პროცენტის დაქვითვით, ხოლო თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომების გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით.

 

ყოფილი პოლიტპატიმრის, ზურაბ ხუბულაშვილის ინფორმაციით, დაკავებულები, რომელთაგან ერთი მისი დისშვილია,  17 მაისის კონტრაქციის მონაწილეები იყვნენ და ანტიჰომოფობიური აქციის გამართვას ეწინააღმდეგებოდნენ. როგორც მან “ნეტგაზეთს” აცნობა, ერთ-ერთი დაკავებული ის ადამიანია, რომელსაც 17 მაისს მიკროავტობუსმა ფეხზე გადაუარა.

ხუბულაშვილის ინფორმაციით, დაკავებულები წინასწარი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილი. სასამართლო სხდომა დღეს, 21 მაისს გაიმართება. ყოფილი პოლიტპატიმარი ამბობს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან 10:00 საათიდან საპროტესტო აქციის გამართვა იგეგმება დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით.

 

შს სამინისტროს ცნობით კი, 17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. აღძრულია რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე.

მასალების გადაბეჭდვის წესი