კომპანიამ Apple 12 სექტემბერს ახალი სმარტფონი წარადგინა. iPhone X პირველი სმარტფონია კომპანიის ისტორიაში, რომლსაც ეკრანის მხარეს ღილაკი საერთოდ არ ექნება.
iPhone X-ს აქვს სახის ამოცნობის პროგრამა და ტელეფონის განბლოკვა ხელის ანაბეჭდების ნაცვლად სმარტფონის სახის იდენტიფიცირებით მოხდება.
კომპანია აცხადებს, რომ სახის ამომცნობი პროგრამა სიბნელეშიც მუშაობს 30 000 ინფრაწითელი წერტილის მეშვეობით და მისი მოტყუება ძალიან რთულია.
iPhone X ყველაზე ძვირი სმარტფონია კომპანიის ისტორიაში – 64 გიგაბაიტის მოცულობის სმარტფონი 999 აშშ დოლარი ღირს ამერიკაში, ხოლო მისი ფასი ბრიტანეთში 999 ფუნტი სტერლინგია. iPhone X 3 ნოემბრიდან გაიყიდება.
iPhone X -ს ორგანული შუქის გამომყოფი დიოდური ეკრანი აქვს (OLED), რაც კომპანიის განმარტებით უფრო რეალური ფერების გამოსახვის საშუალებას მისცემს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ შესაძლებლობას უკვე იყენებს “სამსუნგი” და “LG”.

A handout photo made available by Apple Inc., shows the Apple iPhone X as introduced at the new Steve Jobs Theater during the Apple Special Event at the new Apple Headquarters in Cupertino, California, USA, 12 September 2017.
სხვა მახასიათებლები:
[checklist]
- მისი სიგრძე 14.7 სანტიმეტრია, ხოლო ეკრანს 458 პიქსელი აქვს თითოეულ სანტიმეტრზე
- პორტრეტის რეჟიმი, რომელიც საშუალებას გაძლევთ, დაბლაროთ ფონი როგორც უკანა, ისე წინა კამერის გამოყენებისას.
- მისი აკუმულატორის სიცოცხლის ხანგრძლივობა 2 საათით აჭარბებს iPhone 7-ის აკუმულატორის სიცოცხლის ხანგრძლივობას
- შესაძლებელია უკაბელო ინტერნეტის გამოყენებით მისი დატენვა
[/checklist]
ღონისძიებაზე iPhone X -ის გარდა წარადგინეს iPhone 8 და iPhone 8 +.