ახალი ამბები

ჰამერბერგის აზრით, შრომის კოდექსი კონსენსუსის საფუძველზე უნდა იქნას მიღებული

20 მაისი, 2013 •
ჰამერბერგის აზრით, შრომის კოდექსი კონსენსუსის საფუძველზე უნდა იქნას მიღებული

“სასიამოვნო იყო ჩემთვის, რომ პარლამენტის სპიკერმა ორივე მხარეს დიალოგისაკენ მოუწოდა იმისათვის, რომ მომავალში კონსენსუსის საფუძველზე ორივე მხარისათვის მისაღები შრომის კოდექსი იქნას მიღებული. ფაქტობრივად, ყველა მხარეს მიეცა სრული შესაძლებლობა გამოეხატა საკუთარი აზრი იქამდე, სანამ შრომის კოდექსი იქნება მიღებული. დარჩა მხოლოდ საბოლოო ეტაპი, რომელიც პარლამენტის მიერ ამ კოდექსის დამტკიცებას ითვალისწინებს. შემდეგ ეს კანონი შევა ძალაში და ამის შედეგად საქართველო სათანადოდ იქნება წარმოდგენილი ძალიან მნიშვნელოვან კონფერენციაზე, რომელსაც ივნისში შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია ჩაატარებს ჟენევაში”, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული ცვლილებების პაკეტი, რომელიც შრომის კოდექსში უნდა შევიდეს, პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე განიხილა. შრომის კოდექსის საკითხზე გარკვეული შენიშვნები გამოთქვეს ბიზნესასოციაციებმა. მმართველი გუნდი მათ განხილვას გეგმავს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი