ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

UNICEF-მა აფხაზეთის 120 სკოლას დაფები და მარკერები აჩუქა

12 სექტემბერი, 2017 • 2098
UNICEF-მა აფხაზეთის 120 სკოლას დაფები და მარკერები აჩუქა

აფხაზურ მედიის ცნობით, გაეროს ბავშვთა ფონდმა UNICEF-მა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის 120 სკოლას საჩუქრად დაფები და მარკერები გადასცა.

“ყოველი სკოლა მიიღებს 7 ისეთ დაფას, რომელზეც მარკერით წერენ. დღესდღეობით მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა სასწავლო პროცესში ასეთ დაფებს იყენებს. ფურცლების და მარკერების მარაგი მათ მთელ წელიწადს ეყოფათ. ეს ყველაფერი მასწავლებლებს სხვადასხვა საგნების უფრო ინტერაქტიულად სწავლებაში შეუწყობს ხელს,” – ამბობს გაეროს ბავშვთა საგანმანათლებლო მიმართულების სპეციალისტი რუსტამ ანშბა.

აფხაზური მედიის ცნობითვე, გაეროს ბავშვთა ფონდი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად უკვე მეორე წელია სკოლის მასწავლებლებს ტრენინგებს უტარებს.

გაეროს საბავშვო ფონდის წარმომადგენლმა რუსტამ ანშბამ UNICEF-ის მომავალი გეგმების, ახალი ტექნოლოგიური ხელსაწყოებით უზრუნველყოფის შესახებაც ისაუბრა.

აღნიშნული პროექტი არ არის პირველი, რომელსაც გაერო, მათ შორის გაეროს ბავშვთა ფონდი აფხაზეთში ახორციელებს. 2017 წლის მარტში UNICEF-ის მხარდაჭერით სოციალური მუშაკების გადამზადების პროგრამა დაიწყო. ხოლო თებერვალში ახალი ორგანიზაცია “გაერო – ქალების” დაფუძნება დაანონსდა

 

ფოტო: sputnik

ფოტო: sputnik

მასალების გადაბეჭდვის წესი