ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში ახალი ორგანიზაცია “გაერო-ქალები” დაფუძნდება

9 თებერვალი, 2017 • 21708
აფხაზეთში ახალი ორგანიზაცია “გაერო-ქალები” დაფუძნდება

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერმინისტრი გაეროს მუდმივ კოორდინატორსა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, ნილს სკოტს სოხუმში შეხვდა.

ბესლან ბარციცმა და ნილს სკოტმა, როგორც აფხაზეთის საინფორმაციო სააგენტო აპსნიპრესი წერს, 2017 წლის ერთობლივი გეგმები განიხილეს.

როგორც ირკვევა, აფხაზეთში გაეროს მხარდაჭერით მეოთხე ორგანიზაცია “ქალები-გაერო” დაფუძნდება. კონკრეტულად, რა ტიპის ინიციატივებზე იმუშავებს და რა იქნება ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობა, ცნობილი არ არის.

ამ დრომდე გაეროს მხარდაჭერით აფხაზეთის ტერიტორიაზე სამი ორგანიზაცია არსებობს, რომელთა საქმიანობის ძირითადი სფეროებია სოფლის მეურნეობა, განათლება და ჯანდაცვა.

გამოცემის ცნობითვე, ნილს სკოტმა და ბესლან ბარციცმა მდინარე ენგურზე გამშვები პუნქტი “ნაბაკიას” დახურვაზეც ისაუბრეს.

“ჩვენი განცხადება მოწოდებულია, ყურადღება გავამახვილოთ შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე ადამიანებისთვის, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. გაეროს ერთ-ერთი უმთავრესი მანდატი არის ადამიანებზე ზრუნვა, რომლებიც შესაძლოა ყურადღების გარეშე დარჩნენ”, – განაცხადა სკოტმა აპსნიპრესის ინფორმაციით.
premminBartsits_UN_090217

მასალების გადაბეჭდვის წესი