საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმა მოხდა საქართველოს ბანკის წერეთლის გამზირზე მდებარე ფილიალში. საგანგაშო ღილაკის ამოქმედებიდან დაახლოებით ერთ წუთში ადგილზე მივიდა პოლიცია და თავდამსხმელს დანებება შესთავაზეს. შსს-ის განცხადებით, ამის შემდგომ, სავარაუდო თავდამსმელმა თავი მოიკლა:
“ბანკში თავდასხმისას მოხდა განგაშის ღილაკის ამოქმედება, რის შემდეგაც ზუსტად წუთნახევარში პოლიცია ადგილზე მივიდა და თავდამსხმელს შესთავაზა ჩაბარებულიყო. ამის შემდეგ ამ ადამიანმა საკუთარი თავის მიმართ განახორციელა გასროლა და გარდაიცვალა” – უთხრეს “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.
ჯერჯერობით უცნობია, აქვს თუ არა მომხდარს კავშირი “თი-ბი-სი” ბანკში განხორციელებულ თავდასხმასთან, რომელიც ასევე დღეს მოხდა. შსს-ში აცხადებენ, რომ დამატებით ცნობებს მოგვიანებით გაავრცელებენ.