ახალი ამბები

„ტიტუშკები“ დამხვდნენ, მიყვიროდნენ, ხომ იცი, რისთვისაც გხვდებაო – რუსთაველის აქციის მონაწილე

6 ნოემბერი, 2025 •
„ტიტუშკები“ დამხვდნენ, მიყვიროდნენ, ხომ იცი, რისთვისაც გხვდებაო – რუსთაველის აქციის მონაწილე

რუსთაველის აქციის მონაწილე ნუგზარ კირთაძე აცხადებს, რომ 4 ნოემბერს საცხოვრებელ სახლთან თავს დაესხნენ.

ნუგზარ კირთაძის თქმით, მას სახლთან ე.წ. „ტიტუშკები“ ჩაუსაფრდნენ.

მისი თქმით, ნიღბიანი თავდამსხმელები სადარბაზოში დახვდნენ, კედელს მიაჯახეს და მრავლობითი დაზიანება მიაყენეს.

“თან მიყვიროდნენ, ხომ იცი, რისი გულისთვისაც გხვდებაო”,- აცხადებს ნუგზარ კირთაძე.

ნუგზარ კირთაძის განცხადებით, დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ კირთაძემ რამდენიმე წუთით გონებაც დაკარგა.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ავტორი:  ნინა სიგუა

მასალების გადაბეჭდვის წესი