დავით უსუფაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად მოქალაქეებს კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდებს:
“ჩვენ ვღებულობთ კანონებს იმისთვის, რომ იყოს გარანტირებული საქართველოში ყველა მოქალაქის უფლება და თავისუფლება, ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, დაცული იყოს წესრიგი, ამიტომ თქვენი სახელით კიდევ ერთხელ მივმართავ ყველას, სახელმწიფო დაწესებულებებს, პოლიციის ორგანოებს, მოქალაქეებს, რომ ყველამ შევძლოთ კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში გამოვხატოთ ჩვენი მოსაზრებები. ქუჩაში მსვლელობა, მანიფესტაცია, აქცია რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით, ძალიან მკაფიოდ არის განსაზღვრული პასუხისმგებლობა ორგანიზატორების, სამართალდამცავი ორგანოების, ამიტომ, მე მგონი, საქართველოს პარლამენტის სახელით მივმართოთ ყველას, რომ ვიმოქმედოთ კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში.”