ახალი ამბები

ბრალდებული დეკანოზის ძმის ინფორმაციით, სასამართლო განაჩენს ხვალ გამოაცხადებს

4 სექტემბერი, 2017 • 1744
ბრალდებული დეკანოზის ძმის ინფორმაციით, სასამართლო განაჩენს ხვალ გამოაცხადებს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლო განაჩენს ხვალ გამოაცხადებს. ამავე ინფორმაციით, პროცესი 12:00 საათზეა ჩანიშნული.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალად პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის ანგარებით მკვლელობის მომზადება ედება. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა (სსკ 18, 109 და 236-ე მუხლები).

მამალაძისთვის წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. მამალაძე აცხადებს, რომ უდანაშაულოა.

 

2017 წლის 10 თებერვალს, გერმანიაში გამგზავრებამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გიორგი მამალაძე დააკავეს. პროკურატურის ცნობით, მისი ბარგის დათვალიერებისას ამოიღეს ფარულად შენახული, მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი მომწამვლელი ნივთიერება “ნატრიუმის ციანიდი”.

თავად გიორგი მამალაძე ბრალდებებს არ აღიარებს. იგი ამბობს, რომ ციანიდის შეძენა მას თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა, თუმცა საბოლოოდ არ შეუძენია, ციანიდი მის ბარგში არ ყოფილა და ჩაუდეს.

პორკურატურას ცალკე წარმოებად აქვს გამოყოფილი საქმე, რომელიც ეხება საპატრიარქოს მაღალი რანგის პირების შესაძლო მკვლელობას მომზადებას პირთა ჯგუფის მიერ.
“ციანიდის საქმეზე” სასამართლო სხდომები დახურული იყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი