ახალი ამბები

აქცია პარლამენტთან გენდერული თანასწორობისთვის [Video]

15 მაისი, 2013 •
აქცია პარლამენტთან გენდერული თანასწორობისთვის [Video]

როგორც ორგანიზატორები განმარტავენ, ღონისძიების მიზანი მოსახლეობის, პარლამენტის და მთავრობის ინფორმირებაა გენდერული თანასწორობის, გენდერული კვოტირების და ქალთა პოლიტიკურად გაძლირების მექანიზმებზე. 

 

როგორც “ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის” წევრი დათო ლიკლიკაძე ამბობს, პარლამენტში 2008 წლის მაისში საკანონმდებლო ინიციატივა შევიდა, რომელიც ეხება გენდერული თანასწორობის და ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს საარჩევნო კოდექსსა და “მოქალაქეთა გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონში” ცვლილებების და დამატებების შეტანას. საკანონმდებლო წინადადებას ხელს 32 400 მოქალაქე აწერს, თუმცა კანონპროექტი პარლამენტმა არ განიხილა.

 

“ამ აქციით გვინდა პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვალდებულება შევახსენოთ,”- განაცხადა “გენდერული თანასწორის ქსელის” ხელმძღვანელმა მანანა ბუკიამ.

 

აქცია, რომლის ორგანიზატორი “გენდერული თანასწორის ქსელია”, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IEFES) და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ჩატარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი