სალომე ზურაბიშვილის შესახებ ივანიშვილს კითხვა დღეს, 14 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე დაუსვეს. ჟურნალისტი დაინტერესდა, შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, “ქართული ოცნება” ზურაბიშვილს 2014 წლის თბილისის მერის არჩევნებზე კანდიდატობას სთავაზობს.
“ქალბატონი სალომესთვის არაფერი შეგვითავაზებია. მას სურდა, რომ ჩვენ გუნდს მხარი დაეჭირა მისთვის რაღაც თანამდებობებზე”, – განაცხადა მან და დასძინა, რომ უფრო კონკრეტულად ზურაბიშვილთან ურთიერთობებზე იმ შემთხვევაში ისაუბრებს, თუ ამის სურვილი ამ უკანსკნელს თვითონ გაუჩნდება.