ახალი ამბები

ივანიშვილი: ხვედელიძე არ იყო რიგითი წევრი

14 მაისი, 2013 •
ივანიშვილი: ხვედელიძე არ იყო რიგითი წევრი

“შს მინისტრის პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე დაკავებულია იმ ინფორმაციის გავრცელებისათვის, რაც მან მოახერხა და დაარღვია კანონი. ის, რა თქმა უნდა, დაექვემედებარება კანონმდებლობას და მოიხდის იმ სასჯელს, რაც გათავალისწინებულია. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ხვედელიძე არ იყო რიგითი წევრი… ჯერ კიდევ არჩევნების პროცესში ის ძალიან აქტიური იყო და მნიშვნელოვან დავალებებს ასრულებდა. მას კოალიციაშიც და პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოშიც’ დიდი თანამდებობა და უფლებები ჰქონდა, მაჟორიტარი დეპუტატების არჩევის კოორდინაციას აკეთებდა”, – განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ ამ ფაქტით ახალმა ხელისუფლებამ აჩვენა თავისი ხელწერა, რომლის მიხედვითაც არ არსებობს ხელშეუხებელი თანამდებობის პირი.

 

” კანონის წინაშე ყველა უნდა ვიყოთ თანაბარი და კანონი პირველ რიგში თანამდებობის პირებმა და პირველმა პირებმა უნდა დაიცვან. გამოძიება გრძელდება”, – განაცხადა მან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი